LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პენსიაზე რომ გავალ, აუცილებლად დავწერ ზღაპარს გაფრენილ ბებოზე”

162
natia

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, მას შემდეგ რაც ბებია გახდა, ხშირად წერს მისი და შვილიშვილის ურთიერთობაზე. ამჯერად ის სახალისო ისტორიას აქვეყნებს თინუსაზე და საპნის ბუშტებზე.

ასევე წერს, რომ პენსიაზე გასული, აუცილებლად დაწერს ზღაპარს გაფრენილ ბებოზე.

„საკუთარი შვილიშვილის ყველაფერი რომ გიხარია, – ჩაის ვსვამდი, თინუსა წინ მეჯდა და საპნის ბუშტებს უშვებდა. ტყაპა-ტყუპი გაჰქონდა საეჭვო წარმომავლობის საპნის ბუშტებს ჩემს ჩაიში, მე კი ბედნიერმა ჩავამთავრე ბოლომდე. საპნის გემოს ვინ დაეძებს, შემსუბუქებული ვარ ერთგვარად, სული რომ ვინმემ შემიბეროს, ავფრინდები. თქვენი ფანჯრის წინ მოფარფატეს თვალი თუ მომკრათ, ხელი დამიქნიეთ.

პენსიაზე რომ გავალ, აუცილებლად დავწერ ზღაპარს გაფრენილ ბებოზე,“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები