დღეისათვის საქართველო, შობადობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ლიდერ ქვეყნებს შორის არ არის. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, წლების განმავლობაში ახალშობილთა რაოდენობა მუდმივად და საგრძნობლად უსწრებს გარდაცვლილთა რიცხვს.
მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიბადა 36 138 ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა სხვადასხვა ასაკის 34 691 მოქალაქე. შესაბამისად, წელს შობადობა გარდაცვალებასთან შედარებით 4%-ით მეტია, ხოლო ბოლო 3 თვის მონაცემებით (1 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე), შობადობამ სიკვდილიანობის რაოდენობას 23%-ით გადააჭარბა.
„2017 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით დავინახეთ, რომ შობადობა პირველად ჩამორჩა გარდაცვალებას. ანუ გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობას გადააჭარბა,“ – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის მოადგილემ, თენგიზ ცეკვავამ, განაცხადა. ცეკვავას თქმით, მიზეზი არის ის, რომ 1990-იან წლებში დაბადებულ ქალთა რაოდენობა შემცირდა, შესაბამისად, მათ მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდენობაც კლებისკენ წავა. „ეს პროცესი არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ […]
გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობას გადააჭარბა - სტატისტიკის ეროვნული სამსახური
სერვისების განვითარების სააგენტოში განმარტავენ, რომ ბოლო დროს მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში სიკვდილიანობამ დაბადების მაჩვენებელს გადააჭარბა. სააგენტოს ინფორმაციით, წელს შობადობის რაოდენობა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე 4%-ით მეტია, ხოლო ბოლო 3 თვის მონაცემებით, შობადობამ სიკვდილიანობის რაოდენობას 23%-ით გადააჭარბა.