Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თბილისი-ოქროყანის გზაზე ახალი ფორმატის ავტოგასამართი სადგური გაიხსნა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-ოქროყანის გზაზე ახალი ფორმატის ავტოგასამართი სადგური გაიხსნა

147
IMG-3442

„ვისოლმა“ „სმარტთან“ ერთად ოქროყანაში ახალი ფორმატის ავტოგასამართი სადგური გახსნა და მომხმარებელს მომსახურებისა და გადახდის ახალი ფორმა შესთავაზა. ახალგახსნილ ავტოგასამართ სადგურზე „ვისოლი“ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტების გარდა, „სმარტის“ მცირე ზომის სუპერმარკეტში ყოველდღიური და გზად საჭირო პროდუქტების არჩევანს, „სმარტ კაფეს“ ახალგამომცხვარ, უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმისა და პურ-ფუნთუშეულს და გადახდის მოსახერხებელ ფორმას სთავაზობს. ახალი ფორმატის ავტოგასამართ სადგურზე სასურველი საწვავის შეკვეთასა და მისი ღირებულების გადახდას მომხმარებელი „სმარტში“ სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად ახერხებს ორმაგი დატვირთვის გარეშე.

„მოხარული ვართ საქართველოში ავტოგასამართი სადგურების კიდევ ერთი ახალი ფორმატი განვავითაროთ, სადაც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენასთან ერთად, დამატებითი სერვისების მიღება ერთ სივრცეში, მოსახერხებელი ფორმით შეუძლიათ. „ვისოლ ჯგუფის“ მომსახურების ცენტრები უკვე ხშირად „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურის გარდა „სმარტის“ სუპერმარკეტს, „ვიანორის“ ავტომომსახურების ობიექტს, „ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნებს მოიცავს. სულ ცოტა ხნის წინ კი „ვისოლის“ პირველი თვითმომსახურების სადგური გავხსენით. ახალი ფორმატის ავტოგასამართი სადგური ოქროყანაში „ვისოლის“ მომსახურებას უფრო კომფორტულს ხდის. ამას გარდა, ახალი ინფრასტრუქტირის შექმნა თბილისი-ოქროყანის გზაზე მოსახერხებელია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სეზონური მგზავრებისათვის“, აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

ახლადგახსნილ ავტოგასამართ სადგურზე 15-მდე ადამიანი დასაქმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები