LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი პაპუაშვილი გამოთქვამს მზადყოფნას შეხვდეს საქართველოს მთავარ პროკურორს

74

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გამოთქვამს მზადყოფნას შეხვდეს საქართველოს მთავარ პროკურორს. გიორგი პაპუაშვილსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის, ასევე პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი შედგა.

საკონსტიტუციო ბსასამართლო განცხადებას ავრცელებს. “სატელეფონო საუბრის დროს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საჭიროდ მიიჩნევს მის მიერ ბრიფინგზე გახმაურებული ფაქტების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რამდენადაც ეს ინფორმაცია უკავშირდება ისეთ ფუნდამენტურ საკითხს, როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა და ამასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებს.
აღნიშნული შეხვედრების შემდგომ სასამართლოს თავმჯდომარე გამოთქვამს მზადყოფნას შეხვდეს საქართველოს მთავარ პროკურორს”, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები