LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსუდან კერვალიშვილს რცხვენია როგორც “პოლიტიკოსს, დედას და მოქალაქეს”

107

რუსუდან კერვალიშვილს რცხვენია დაზარალებულების, რომლებთანაც „ნორმალური კომუნიკაციის საშუალება არ ჰქონდა“, ამის შესახებ „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებელმა განაცხადა.

”მე მრცხვენია იმის, რომ ამდენი ხანი ვაწუხებთ საზოგადოებას, რომ ჩვენს ოჯახთან დაკავშირებული საკითხები, დღემდე არ არის გადაწყვეტილი. მე მრცხვენია როგორც ადამიანს, პოლიტიკოსს, დედას და მოქალაქეს. მრცხვენია იმ ადამიანების, დაზარალებულებულების, რომლებთანაც არ მქონდა ნორმალური კომუნიკაცია და არ მქონდა საშუალება გამომეხატა მათ მიმართ ის დამოკიდებულება, რასაც მათ წინაშე განვიცდი”, – განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.
მისივე თქმით, კომპანიის წინააღმდეგ დაწყებული ოპერაცია უკავშირდება კერვალიშვილის მცდელობას, მოეძიებინა ქალები, რომლებიც დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატებად იყრიდნენ კენჭს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები