LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი „კურიერის“ ჟურნალისტებს  მიმართავს: ,,რთული იქნება თან კაი ტიპები იყოთ, თან ეგ ნიუსი აკეთოთ“

536
62236499-2780184422053523-3833947894449176576-n-2019-08-20-12-28-22-251911

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში „რუსთავი-2“-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ ჟურნალისტებს  მიმართავს.

„კურიერის ჟურნალისტებო, სპეცრაზმელი რომ გაათავისუფლეს და მარტო კადრები მოხვდა თქვენს ნიუსში არ გიტყდებათ? იმ ფონზე როცა 7 წლის ბავშვი მშიერია იგივე სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის მამის უმძიმესი მდგომარეობა არ აღმოჩნდა მოსამართლისთვის საკმარისი არგუმენტი.

თავი რომ დავანებოთ ლარის გამყარებას. და ლავროვთან შეხვედრას რომ „აპრავებდით” მთელი გამოშვება ერთი წუთით არ გაქვთ უხერხულობა?!

სოციალური მედიის საუკუნეში რთული იქნება თან კაი ტიპები იყოთ, თან ეგ ნიუსი აკეთოთ.

მათ, ვისაც ეგონათ რომ შარზე ვიყავით, აუცილებლად უყურეთ კურიერს და მიხვდებით რომ ადამიანები არ იცვლებიან – წერს ჟორჟოლიანი ფეისბუქზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები