LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 რჩევა, როგორ გავხდეთ უკეთესი მშობლები

955
family 2

შვილების აღზრდა ერთ-ერთი ყველაზე რთული და სასიამოვნო “სამსახურია” მთელ მსოფლიოში, თუმცა ამავე დროს, ეს არის ერთ-ერთი ისეთი საქმე, რისთვისაც შეიძლება ბევრი ჩვენგანი მზად არ იყოს. გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ბავშვთა ჯანმრთელობის ამერიკელმა სამედიცინო ექსპერტებმა შეიმუშავეს.

გაზარდეთ თქვენი შვილის თავდაჯერებულობა

ბავშვებში მათი ცნობიერების განვითარება დაბადებიდან იწყება.ზუსტად იმ წუთიდან, როგორც კი მათი თვალები მშობლების თვალებს შეხვდება. თქვენს ხმის ტონს, სხეულის ენას და ყველა ქცევას ბავშვები ღრუბელივით ისრუტავენ. პატარა შექებაც კი მათ თავდაჯერებულობას გაზრდის. 

როგორ დავეხმაროთ შვილს, გახდეს წარმატებული - ნათია ფანჯიკიძის რეკომენდაციები

ნათია ფანჯიკიძე : „ რატომ არის ქრისტიანული რელიგია ასეთი პროგრესული და ინდივიდის რელიგია? იმიტომ, რომ დედა-შვილობის ამ მოდელში მასწავლებელი შვილია და ის შენ არ გეკუთვნის

არასოდეს გამოიყენოთ ფრაზები: “რა სულელი ხარ”, “შენ იმაზე უარესად იქცევი, ვიდრე შენი პატარა ძმა” და ა. შ. 

გქონდეთ გარკვეული შეზღუდვები 

დისციპლინა ყველა სახლში აუცილებელია. ამით ბავშვები თვითკონტროლს მიეჩვევიან. შეგიძლიათ გარკვეული წესები შემოიღოთ, მაგ: არანაირი ტელევიზორი სანამ საშინაო დავალებას არ შეასრულებ. 

გამონახეთ დრო თქვენი შვილებისთვის 

 

გვესმის, რომ რთულია, თუნდაც დილით შვილებთან ერთად საუზმობა. ადექით 10 წუთით ადრე და ისაუზმეთ მათთან ერთად, დატოვეთ გასარეცხი ჭურჭელი და სადილის შემდეგ ცოტა ხანს გაისეირნეთ. კვირაში ერთხელ მოაწყვეთ “განსაკუთრებული საღამო”, როცა ბავშვებს ჰკითხავთ, რისი გაკეთება სურთ. 

„მშობლებს სურთ შვილები მათი ოცნებებით ცხოვრობდნენ“ - თამარ გაგოშიძე

ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე მიიჩნევს, რომ მშობლების მიერ ყველაფრის შესრულება შვილებისთვის, ართულებს ბავშვისთვის გაგებას რა შეიძლება და რა არა

იყავით მისაბაძი ადამიანი

პატარები ყველაფერს მშობლებისგან სწავლობენ. სანამ შვილის თვალწინ სიბრაზისგან აფეთქდებით, იმაზე იფიქრეთ, გსურთ თუ არა თქვენი შვილებიც ასე იქცეოდნენ. კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც აგრესიულები არიან, მათ რეალურად სახლში ჰყავდათ ასეთივე მშობელი. 

 

აჩვენეთ, რომ საკუთარ თავზე ზრუნავთ 

თქვენ არ ხართ სრულყოფილი ადამიანი, გაქვთ ძლიერი და სუსტი მხარეები. იყავით რეალისტი, თქვენც შეიძლება “გადაიწვათ”. ამიტომ ყოველთვის დაუთმეთ დრო საკუთარ თავს როგორც პიროვნებას. თქვენს საჭიროებებზე გააკეთეთ აქცენტი, მაგრამ ეგოისტი ნუ გახდებით. უბრალოდ თქვენს კარგად ყოფნაზე იზრუნეთ. ესეც შვილებისთვის მისაბაძი იქნება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები