LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვერ ვთმობ პატარებს, ვერც ბავშვთა სახლისთვის გავიმეტე“ – 3 შვილის მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს

504
BeFunky-collage (1)

3 შვილის მარტოხელა დედა, თამთა ვალიშვილი  ,,ფორტუნას“ გაუსაძლისი პირობების შესახებ უყვება და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. როგორც თამთა ვალიშვილი ამბობს, ის და მისი ბავშვები ქმრისგან ძალადობის მსხვერპლი იყვნენ და ორ წელზე მეტია, რაც 29 წლის გოგო ამ ძალადობას გაექცა. დღეს კი სამ შვილთან ერთად, სოციალური დამხარების გარეშე, უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება.

თამთა ვალიშვილის თქმით, შესაბამის უწყებებს დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. გაჭირვების მიუხედავად, დედა უარს ამბობს ბავშვების ბავშვთა სახლში ჩაბარებაზე. მას და მის შვილებს, რომელთაგან ერთს, გულის მანკი აქვს, ახლა, მხოლოდ კეთილი ადამიანების დამხარების იმედი აქვთ.

მარტოხელა დედამ საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებითაც მიმართა:

,,გთხოვთ ბოლომდე წაიკითხოთ და დამეხმაროთ გულთან მიიტანოთ ჩემი გასაჭირი. ვარ 3 შვილის მარტოხელა დედა ძალადობას ბავშვებზე და ჩემზე ვარჩიე მარტო ყოფნა არ მინდოდა ბავშვებს შიშის ქვეშ ეცხოვრათ. უკიდურესად მიჭირს საკვებს კეთილი ხალხი თუ მოგვაწვდის ხან არის მეზობლები რო აგდებენ ვიღებთ და ვუძლებთ. ბევრმა გაშვილება მითხრა მწერდნენ მაგრამ ვერ ვთმობ პატარებს ძალიან მიყვარს ჩემი შვილები, ვერც ბავშვთა სახლისთვის გავიმეტე მე გამოცდილი მაქვს რა არის როცა დედის სითბო გენატრება.

დამტოვებელი არავინ მყავს შრომა არ მეზარება. ბევრი იტყვით მათხოვრობსო მაგრამ ხალხო რავქნა მითხარით??სოციალური ისევ შემიჩერდა ბინიდან ისევ გამიშვეს მშივრები უწამლოდ მიზიან სიცხიანი ბავშვები დამეხმარეთ გთხოვთ რომ შევძლო ცხოვრების გაგრძელება ერთად დიდი ძალა გაქვთ ხალხს დამიდექით გვერდში სისხლსაც აღარ იბარებენ ჩემსას იმდენად დაბალი მაქვს გემოგლობინი თორე მაგასაც ვიზავდი.

პატარს ბიჭს გულის მანკი აქვს სისუსტის გამო გადაუდეს ოპერაცია აღარ ვიცი რავქნა.ეს ჩემი ანგარიშის ნომერია GE62TB7576045061100067 1 ლარი 50 თეთრიც კი ყველაფერია ჩვენთვის დამეხმარეთ ეს ბავშვები თქვენი შვილები არიან თქვენი კეთილი ხალხის გამოზრდილები.ნუ გამწირავთ ვერც უპატიოსნო ცხოვრება შემიძლია უკან არ დავიხევ არაფერზე შვილების გამო მზად ვარ მოვკვდე??? დამეხმარეთ დედებო გოგოებო მეგობრებო.მე არც მისართს ვმალავ.ვარკეთილის 3 მასივი 1 კვარტალი გ კორპუსი 3 სადარბაზო 3 სართული ბინა 50.ეხლა შემომიშვეს ამ ბინაშიც ქირა რომ არ მივცე გამაგდებენ ისევ და წასასვლელი არ გამაჩნია.მუხლებზე გიდგებით ყველას დამეხმარეთ”- წერს მარტოხელა დედა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები