LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კარგად მოხვდა” – ბესელიას პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ზარდიაშვილს დაარტყა [ვიდეო]

1470
71204539-903027536762817-3819126662390349824-n

“ძალიან კარგად მოხვდა!” – მას შემდეგ რაც დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ხელი დაარტყა, ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. 

ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს დაარტყა [ვიდეო]

სხდომაზე დროებით შესვენება გამოცხადდა.

ბესელიას თქმით, ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო. მანვე აღნიშნა, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

დეპუტატმა არ დააკონკრეტა, კონკრეტულად რომელმა ფრაზამ გამოიწვია მისი გაღიზიანება.

“ეს იყო იაფფასიანი, დაგეგმილი პროვოკაცია. ძალიან შეგნებულად, გამოუშვა ჩინჩალაძემ და მისმა კლანმა ეს არარაობა, ყოველთვის მათი მონა ზარდიაშვილი პროვოკაციის მოსაწყობად. მეტი მათ არაფერი იციან.

შეხედეს როგორ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა მათი რჩეული ქალბატონი მოსამართლე, რომელიც დღეს ვერ უძლებდა კითხვებს, რომელიც მის მიმართ არსებობდა. კადრები, რომელიც გავუშვით და კითხვები, რომლებიც მის მიმართ დაისვა, ააშკარავებდა იმ სურათს, რაც ქართულ ოცნებას აქვს დაგეგმილი. ამ ყველაფრის გადასარჩენად შემოუშვეს ზარდიაშვილი. მან მიიღო პასუხი პროვოკაციაზე. მე მასაც და სხვასაც ვაფრთხილებ, არავისთან ბოდიში მოსახდელი არ მაქვს.

ის ჩუმად, არაკაცულად, ისე ლაპარაკობდა რომ თქვენ ვერ გაგეგოთ მისი შეურაცხმყოფელი სიტყვები, მაგრამ მე გავიგე. რამდენჯერაც ასეთი ამორალური პროვოკაცია და თავდასხმა იქნება, მიიღებენ პასუხს,” – განაცხადა ბესელიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ის რომ ზარდიაშვილი დღეს “ქართული ოცნების” სახელით ლაპარაკობს, ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა.

“რა თქმა უნდა, მას თავი არ უნდა გაუყადრო ადამიანს, მაგრამ არ ვაპირებ შეურაცხყოფები გავატარო. გედისაც ესმოდა რა ფრაზაც გამოიყენა. ეს იყო შეურაცხმყოფელი ფრაზა და მე არ ვარ ის ადამიანი, რომ ყური მოვიყრუო,” – განაცხადა ბესელიამ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები