“ფორმულას” მთავარი საინფორმაციო გამოშვება ეთერში 20:00 საათზე გავა. საინფორმაციო გამოშვებას, პირველადი ინფორმაციით, “ფორმულა ნიუსი” ერქმება. ამის შესახებ ინფორმაციას On.ge ავრცელებს. უკვე ცნობილია, რომ საინფორმაციო გამოშვებას წამყვანი ელისო ჯარიაშვილი იქნება.
პირველი ოქტომბრიდან “ფორმულას” მაუწყებლობა სერიალებითა და ფილმებით დაიწყება. საინფორმაციო გამოშვებები 5 ოქტომბრიდან გავა ეთერში, 7 ოქტომბრიდან კი არხზე დილის გადაცემაც ჩაეშვება.
ცნობისთვის, “ფორმულამ” მაუწყებლობის უფლება 29 აგვისტოს მიიღო. არხის საკონტროლო პაკეტი, 51 პროცენტი თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ეკუთვნის.
„ფორმულა“ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაუწყებლობის დაწყებას 1 ოქტომბერს გეგმავს
კეზერაშვილი ფორმულა კრეატივის ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა