LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ლაზაშვილი თუ ხელფასს აიღებს, მის ქმარს სამსახურიდან გაათავისუფლებენ

32637
46485592-10215190782336902-2806284347911438336-n (1)

„რუსთავი 2 “-ში დაბრუნებულმა ნათია ლაზაშვილმა 9 საათიანი “კურიერი” შეიძლება, უხელფასოდ წაიყვანოს. საქმე ისაა, რომ ჟურნალისტის ქმარი გიორგი ფრუიძე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრია.

რადიო “ფორტუნა” საქართველოს იურისტთა ასოციაციას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს , რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება.  

კანონის მე -11 მუხლი ადგენს, რომ კომისიის წევრის ოჯახის წარმომადგენელს არ აქვს უფლება ასრულდებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ სფეროში, რომელიც კომისიის რეგულირების სფეროს განეკუთვნება. ეს იქნება ინტერესთა კონფლიქტი”, – აცხადებს მარიამ გოგოსაშვილი. 

იურისტის თქმით, აქ სხვა ტიპის კითხვებიც ჩნდება. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ტელევიზიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის წევრი მიკერძოებული იქნება. 

რუსთავი 2 განახლებული ეთერით ბრუნდება - როდის დაიწყება "კურიერი"

რომელი გადაცემები ბრუნდება რუსთავი 2-ის ეთერში

რაც შეეხება სანქციებს, როგორც იურისტმა გვითხრა, პარლამენტის 1/3-ს შეუძლია, კომისიის წევრი თანამდებობიდან გათაავისუფლოს.

შეგახსენებთ, ნათია ლაზაშვილი, რომელმაც რუსთავი 2 2012 წელს დატოვა, ახლა ისევ “კურიერის” წამყვანად დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის 9 საათიან საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს.