LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრომო მოტოციკლეტმა მსოფლიო რეკორდი მოხსნა

130
moto-record

ცნობილმა მრბოლელმა ზეფ აიზენბერგმა ელექტრონული მოტოციკლეტით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ელვინგტონის აეროდრომზე 317 კმ/სთ-ის განვითარება შეძლო.

ელექტრონული ბაიკის სიმძლავრე 255 ცხენის ძალას აღწევს. სპეციალურად ამ რეკორდისთვის მოდელი კიდევ უფრო გააუმჯობესეს და მისი საშუალო სიჩქარე 297 კმ/სთ, მაქსიმალურ 317 კმ/სთ-მდე გაზარდეს.

თუმცა, აიზენბერგის რეკორდი ჯერ-ჯერობით არაოფიციალურია და ის მოტოციკლეტების საერთაშორისო ფედერაციამ უნდა დაადასტუროს. წესების მიხედვით, რეკორდული სიჩქარე იმ დროზე დაყრდნობით გამოითვლება, რომელიც გარკვეული დისტანციის გასავლელად გახდა საჭირო. ამასთან, მრბოლელმა ერთი საათის განმავლობაში ორი წარმატებული მცდელობა უნდა მოასწროს. ეს ყველაფერი კი ზეფმა იდეალურად შეასრულა.

https://motor.ru/news/electric-bike-speed-record-24-09-2019.htm

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები