LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ ჰიდლსტონი ტეილორ სვიფტთან დაქორწინებას არ ჩქარობს (ფოტო)

64

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ტომ ჰიდლსტონი აპირებს ტეილორ სვიფტს ხელი სთხოვოს. ამჯერად კი სვიფტის ინსაიდერმა Daily Mail Australia-ს განუცხდა, რომ წყვილი ჯერ დაქორწინებას არ ჩქარობს. ფაქტია, რომ ტომ ჰიდლსტონის ხილვა ტეილორ სვიფტის გარეშე წარმოუდგენელი გახდა. მსახიობმა ცნობილი მომღერალი ავსტარლაიში წაიყვანა, სადაც მისი ახალი ფილმის გადაღებები მიმდინარეობს.

წყვილის ახალი ფოტოები სწორედ ავსტრალიაში, ქალაქ გოლდ-კოსტშია გადაღებული. სვიფტი და ჰილდსტონი ერთ-ერთი რესტორნიდან კვლავ ხელჩაკიდებულები, ბედნიერი სახეებით გამოვიდნენ. მეორე დღეს პაპარაცებმა ასევე დააფიქსირეს ქალაქის ქუჩებში საშოპინგოდ გამოსული სვიფტი, რომელმაც დრო იხელთა და ადგილობრივი მაღაზიები მოინახულა. რაც ეხება ჰილდსტონს, ბრიტანელი მსახიობი Thor 3: Ragnarok-ის გადაღებებითაა დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები