ხანგრძლივი პაუზის შემდეგ და საგასტროლო ტურნეში გამგზავრებამდე, ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” განახლებული პროგრამით, 13 ოქტომბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, გრანდიოზულ საქველმოქმედო კონცერტს – „სუხიშვილები ბანასთვის“ გამართავს.
პატრიარქის კურთხევითა და ერთად დგომით დავიწყოთ ისტორიული მოქმედება, ავაგოთ სულიერებისა და ცოდნის „ახალი ბანა“-ს ტაძარი!
#ბანაგვაერთიანებს
საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება „ახალი ბანას“ მშენებლობას. #შემოგვიერთდით!
#გახდიბანასმშენებელი – ყოველი შემომწირველის სახელი ჩაიწერება ბანას მშენებელთა წიგნში და მუდმივად მოიხსენიება ლოცვებში.