LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთში, შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის შენობა დაიკავეს

69

სომხეთში, ერევანში, შეიარაღებულმა  პირებმა  პოლიციის შენობა დაიკავეს. შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. შენობაში შეჭრილი ადამიანები თავიანთი ლიდერის, 20 ივნისს დაკავებული ჟირაის სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვენ.

ასევე, უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის შენობაში შეჭრილთა პირები შეიარაღებულ ამბოხს გეგმავენ, თუმცა, სომხეთის უშიშროების სამსახური ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ამ წუთებში, პოლიციის შენობასთან მობილიზებული არიან სამხედროები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. როგორც ერევნის პოლიცია აცხადებს, მეამბოხეებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები