LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ლაზაშვილი 9 საათიან “კურიერს” წაიყვანს, უკვე ცნობილია სხვა წამყვანების ვინაობაც

9543
timthumb (1)

რუსთავი 2-ზე, ხვალიდან 9 საათიან კურიერს ნათია ლაზაშვილი წაიყვანს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ასევე ცნობილია დღის საინფორმაციო გამოშვებების წამყვანების ვინაობაც. საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ ჟურნალისტ გურამ როგავასა და რუსთავი 2-ის კორესპონდენტ თეონა ცხომელიძეზე

რუსთავი 2 განახლებული ეთერით ბრუნდება - როდის დაიწყება "კურიერი"

რომელი გადაცემები ბრუნდება რუსთავი 2-ის ეთერში

ჩვენი წყაროს ინფორმაციითვე, წამყვანები გუშინ მთელი საღამოს განმავლობაში წინასაეთერო მომზადებას , ე. წ. “პრაგონებს” გადიოდნენ.

რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში ხვალიდან ბრუნდება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, განახლებული ეთერის დაწყების თარიღი 23 სექტემბერი იყო.

რაც შეეხება ნათია ლაზაშვილს, მან 11 წლიანი მუშაობის შემდეგ, 2012 წელს  რუსთავი – 2 დატოვა და “მეცხრე არხზე” გადავიდა. დაახლოებით 8 თვის შემდეგ ის “მეცხრე არხიდანაც” წავიდა და მას შემდეგ ტელეეკრანზე აღარ გამოჩენილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები