LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში კომენდანტის საათი ამოქმედდა

119

თურქეთში კომენდანტის საათი ამოქმედდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ანკარასა და სტამბოლში სამხედროები არიან მობილიზებული, ქუჩებში ტანკები გადაადგილდებიან.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას შესაბამისი რეაგირება მოყვება.

სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო ანკარასა და სტამბოლში მდგომარეობა დაძაბულია. ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კი ყველა რეისი გაუქმდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები