გუშინდელი ტერაქტის შემდეგ ნიცაში მყოფ ერთ-ერთ ქართველს ვერ პოულობენ. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, ეკა სირაძე-დელონემ განუცხადა, დაკარგულის მეუღლე, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, გარდაცვლილთა შორის ნახეს. ინფორმაცია მოქალაქის დაკარგვის შესახებ ცხელ ხაზზე შევიდა. დაკარგულის ახლობლების ინფორმაციით, იგი გუშინ მეუღლესთან ერთად ნიცაში იმყოფებოდა.
” ამ წუთისთვის გარდაცვლილთა მხოლოდ ნაწილია ამოცნობილი. ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, დაკარგულის შესახებ ინფორმაცია მოვიპოვოთ”, – განაცხადა ეკა სირაძე-დელონემ.