LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სხვა პლანეტიდან არის, ისეთებს ქმნის“- ზვიად ციკოლიამ ქვევრის თემაზე ბეჭდები შექმნა

15059
zviad cikolia 890

ცეცხლი მომიკიდა ისეთი უცხო და სასწაულია; ჩვენი ნიჭიერი და საქართველოს სიამაყეა ეს ადამიანი; ქვევრები- ღვინისფერი თვლებით მოწონებისგან სულ მთლად დამათრობდა; ქვევრის თემა მერამდენედ სულ სხვა რაკურსით, წარმატებები, გენიალურია!!!; სხვა პლანეტიდან არის ისეთებს ქმნის; – ეს იმ შეფასებების ძალიან მცირე ნაწილია, რომელიც სოციალურ ქსელში ცნობილი ქართველი დიზაინერის, ზვიად ციკოლიას ახალი ნამუშევრების ფოტოს გამოჩენას მოყვა.

ზვიად ციკოლიამ მუშაობა ახალ ხაზზე დაიწყო – ბეჭდები ქვევრის თემაზე. ახალ ხაზში თავიდან მხოლოდ ბეჭდები იქნება, სამომავლოდ კი მათ საყურეები, ყელსაბამები და სხვა აქსესუარები დაემატება.

როგორც ცნობილია, ბეჭდები ქვევრის თემაზე ბაზარზე მიმდინარე წლის ბოლოდან გამოჩნდება და TSIKOLIA-ს ბრენდის ქვეშ, თბილისში, ამავე სახელწოდების ბუტიკში გაიყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები