„ტიფლისისა“ და „ქერჩის“ რეჟისორი, ლევან დაბრუნდაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებშია. მას შემდეგ, რაც საქართველოს დატოვება გადაწყვიტა და „ჯი-დი-ეს“-ზე მისი პროექტები დასრულდა, გავრცელდა ხმა, რომ რეჟისორთან ტელევიზიას თანხებთან დაკავშირებით შეკითხვები ჰქონდა. მოგვიანებით, თავად ლევანმა ერთ-ერთ ჟურნალთან მიცემულ ინტერვიუში ამ ჭორის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა.
ამერიკაში გამგზავრების შემდეგ ხშირად დებს ფოტოებსა და ვიდეოებს. ერთ-ერთი ვიდეო სოციალურ ქსელში ახლახან განათავსა, სადაც ჩანს, როგორ მუშაობს მუშად ერთ-ერთ მშენებლოაბზე. ფოტოს ასეთი წარწერა ახლავს: „ვისაც ჯერა იმის, რომ „ჯი-დი-ეს“-იდან 4 000 000 მოვიპარე, ან ერთი ლარი მაინც 4 წლის განმავლობაში, მე მათ გადავცემ „მალატოკს“ ხშირი გამოყენებისთვის, თან, ამერიკული წარმოებისაა…“
ლევანის ამ სტატუსმა დიდი მხიარულება გამოიწვია, ზოგმა კი დაწერა, რომ ლევანი აქ არ დააფასეს. მოგვიანებით რეჟისორმა აღნიშნა: „მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სატირალი. უფრო მაგალითისთვის დავდე და იმისთვის, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მზად უნდა იყო მსგავსი რაღაცისცისთვისაც კაცი. არ უნდა დარჩე სხვისი მონა…“