LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თელავი-ახმეტის’’ მაგისტრალურ გაზსადენს „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაკშენი“ ააშენებს

111

კახეთის მაგისტრალური გაზსადენის “თელავი-ახმეტის” 27კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციას ქართული კომპანია შპს „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაკშენი“ უზრუნველყოფს.

როგორც “ფორტუნას” “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისდან” აცნობეს, აღნიშნულმა კომპანიამ კორპორაციის მიერ 2016 წლის  11 მაისს  გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა.  კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა, რომლის თანახმად   კომპანია 2017 წლის თებერვლამდე უზრუნველყოფს გაზსადენის მშენებლობის დასრულებას. სამშენებლო-სარებილიტაციო მონაკვეთის ღირებულება 2 120 000  ლარია დღგ-ს გარეშე.

„თელავი-ახმეტის“ 27კმ-იანი მონაკვეთის, 300მმ დიამეტრის, ახალი მილსადენის მშენებლობა მაგისტრალური გაზსადენის კახეთის განშტოების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოთა ფარგლებშია დაგეგმილი. პროექტის დასრულების შემდეგ, გაზსადენის აღნიშნულ მონაკვეთზე 1976 წელს აშენებული 200მმ დიამეტრის ამორტიზებული მილები სრულად შეიცვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები