საქართველოდან ინდოეთში პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება 2020 წლის თებერვალში იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ პერიოდში შემოვა ჩვენს ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ინდური ავიაკომპანია IndiGo Airlines.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამბობენ, კომპანიას ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით სააგენტოში განაცხადი უკვე შეტანილი აქვს, თუმცა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მსოფლიოს საუკეთესო ''ლოუკოსტერებიდან'' საქართველოში 1 დაფრინავს, 2 კი შემოსვლას გეგმავს
რეიტინგი 100-ზე მეტ ქვეყანაში, 21,65 მლნ მგზავრის გამოკითხვის შედეგად შეადგინა
შეგახსენებთ, IndiGo საქართველოში შემოსვლას 2019 წელს გეგმავდა. საქართველოს საავიაციო ბაზრით ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია გასული წლის ზაფხულში დაინტერესდა. დელი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განხორციელებას IndiGo Airlines ყოველდღიურად გეგმავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიის IndiGo Airlines-ის წარმომადგენლები საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირების პროცესს 2019 წლის თებერვალში გაეცნენ. ავიაკომპანია IndiGo Airlines-ის ხელმძღვანელობამ „ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან, საჰაერო ხომალდის მომსახურების ტექნიკური დეტალები განიხილეს.