ქართული ტურიზმის მხარდამჭერი კამპანია როგორც სოციალურ ქსელში, ისე მის ფარგლებს გარეთ გრძელდება. ამჯერად სპეციალურად შექმნილ ჯგუფში Spend 4 Seasons in Georgia ფეისბუქ-მომხმარებელი Zurka Z Gruzji გომისმთაზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.
უნიკალური ბუნება, თვალისმომჭრელი კადრები გურიის ულამაზესი სოფლიდან, ბუნებრივია, სოც.ქსელის მომხმარებლის აღფრთოვანებას იწვევს. ვიდეოს უამრავი მოწონება და გაზიარება აქვს.
ქართული კურორტი, სადაც მზე ჩერდება - ჯადოსნური კადრები გომისმთიდან (ფოტოები)
იხილეთ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის თვალით დანახული გომისმთა
„ამ ადგილას მომკლა და ეგრევე სამოთხეში მეგონებოდა თავი“ – წერს ჯგუფის – Spend 4 Seasons in Georgia ერთ-ერთი წევრი.
ცნობისთვის, გომისმთა მაღალმთიანი კლიმატური საზაფხულო კურორტია ოზურგეთის რაიონში და ის როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მოგზაურების ერთ-ერთ საყვარელ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს საქართველოში.