ბიზნესკონტაქტების გაცვლა, პროფესიონალი ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, ახალი ბიზნესიდეების განხორციელების შესაძლებლობა და სხვა ბევრი საინტერესო რამ – NETWORKING GEORGIA ბრუნდება!
ყველაზე მასშტაბური ნეთვორქინგ ღონისძიება კახეთში, სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ 2-3 ნოემბერს, Networking Georgia BENE EXCLUSIVE-ის ორგანიზებით გაიმართება. პროექტის ფარგლებში, BENE EXCLUSIVE ტრანსპორტირებას თავისი უახლესი, 2018-2019 წლის ავტოპარკით ახორციელებს. თავიდანე შეიქმნება ხალისიანი, ენერგიული განწყობა და აქტივობები თბილისში, გასვლისთანავე დაიწყება.
საქართველოს ბიზნესსექტორში არსებული რეალობის გათვალისწინებით, Networking Georgia ინოვაციური პროექტია, რომელიც პროფესიონალ ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და ეხმარება საკუთარი „ნეთვორქის“ განვითარებაში. ფართო სანაცნობო წრე და მრავალფეროვანი კონტაქტები წარმატების მიღწევისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მსხვილი და საშუალო ბიზნესის 550 წარმომადგენელს არაფორმალურ, სასიამოვნო გარემოში კონტაქტების გაცვლის, საკუთარი კომპანიის და საქმიანობის პრეზენტირებისა და ახალი ბიზნესიდეების განხორციელების შესაძლებლობა ექმნება.
„Networking Georgia საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესპროექტია, რომელმაც ქართული ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა. ჩვენ შევცვალეთ ის მიდგომა, რომ ბიზნესკონტაქტების გაცვლა მხოლოდ ტელეფონით, ან რეკომენდაციების საშუალებით ხდება. კომპანიებს საშუალება მივეცით უშუალოდ დაკავშირებოდნენ ერთმანეთს ერთი სივრცის ქვეშ. შევქმენით თავისუფალი, არაფორმალური გარემო და ამავდროულად მნიშვნელოვანი საქმის კეთებას ჩავუყარეთ საფუძველი. გვაქვს ისეთი მაგალითი, როცა კომპანია ღონისძიებიდან 40 გაფორმებული ხელშეკრულებით დაბრუნდა,“ – აცხადებს „ბენე ჯგუფი“-ს გენერალური დირექტორი გიორგი გოგლიძე.
რაც შეეხება უშუალოდ ღონისძიებას, მის გახსნასთან ერთად, მონაწილეები მიიღებენ 2 დღიანი აქტივობების ინსტრუქციას და გადანაწილდებიან სასტუმროს ნომრებში. საკონფერენციო ნაწილში სტუმრებს დავით ჩიკვაიძის მასტერკლასი „სთორი თელინგი გაყიდვებში“ და ანდრო დგებუაძის „იგრძენი რასაც აკეთებ და აკეთე რასაც გრძნობ“, ელოდებათ. პროექტის განსაკუთრებული სტუმარი ცნობილი ბიზნესმენი, ბიზნესსპიკერი და YouTube-ის ბიზნესარხის ავტორი, ევგენი ჩერნიაკი იქნება. ღონისძიება დატვირთულია ისეთი აქტივობებით, როგორიცაა: ბლიც ნეთვორქინგი, Human Library, Business Lego, ნეთვორქინგ კაფე, სამაგიდო თამაშები და ვორქშოფები. პირველ დღეს Goofy Land-ის აკომპანირებით გალა ვახშამი დაასრულებს.
Networking Georgia-ს მეორე დღე ცეკვის მასტერკლასებითა და იოგით დაიწყება. Scavenger Hunt-ის გამარჯვებულის გამოვლენასთან ერთად, დათო ტურაშილი ექსკლუზიური თემა „ღვინის სამშობლო, საქართველო“-თი წარდგება აუდიტორიის წინაშე. გამგზავრებამდე კი სტუმრებისთვის გრანდიოზული ბარბექიუ მოეწყობა.
შეგახსენებთ, Networking Georgia არ არის ერთჯერადი ღონისძიება და ის წელს უკვე მეორედ იმართება.
პროექტის გენერალური სპონსორები არიან: „ბილაინი“, „ჯი პი აი ჰოლდინგი“. მედია პარტნიორები: „ფორბსი“, „ფორტუნა“, „პალიტრა მედია“, „ეიჩარ ჰაბი“.
R