LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა დამნაშავეა: ჩემპიონთა ლიგის კომენტარები და ფაქტები მოკლედ

131
GettyImages-1169282975

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ტურის მეორე სათამაშო დღე ჩატარდა. იყო იმედგაცრუება და სამაგიეროდ სიხარული. დებიუტანტმა „ატალანტამ“ ზაგრებში 0:4 წააგო. პარიზში შავი დღე აყარეს თეთრ „რეალს“. „ბაიერნელებმა“ რეკორდი დაამყარეს, „სიტელები“ უკრაინელები გახდნენ და ა.შ.

„რეალმა“ ერთხელაც ვერ დაარტყა კარში ზუსტად. ეს მოხდა პირველად ჩემპიონთა ლიგის 167 მატჩში.

„რეალს“ სამი დიდი ანგარიშით წაგება აქვს ჩემპიონთა ლიგის ბოლო ოთხ მატჩში.

„რეალის“ შემადგენლობაში ერთი ესპანელი და სამი ფრანგი იყო, პსჟ-ს ერთი ფრანგი და ორი ესპანელი ყავდა.

ხამესი 0:3-ზე: „დრამატიზირება საჭირო არ არის. ყველა გამოვიტანთ გაკვეთილს“.

ზიდანი: „ყველა დამნაშავეა. „რეალი“ არ თამაშობდა იმ დონეზე, რასაც ჩემპიონთა ლიგა ითხოვს“.

ტუხელი ჟურნალისტებს: „თუ ვინმე მკითხავს, მოიგებს თუ არა პსჟ ლიგას, ავდგები და წავალ“.

კუადრადოს, დი მარიას და ლუკას მოურას გოლები ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო გოლების პრეტენდენტები არიან.

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშის ნომინანტები გახდნენ დი მარია, ტერ შტეგენი, ჰოლანდი და ორშიჩი.

 

მაურუციო სარი: „ფრე „ატლეტიკოსთან“ მწარე გემოთი. გვეგონა, რომ უკვე ყველაფერი ჩვენს ხელში იყო“.

დიეგო სიმეონე: „ატლეტიკო არ დანებდა და შედეგისთვის იბრძოლა. სრულიად დამსახურებული ქულაა“.

 

მიულერი გახდა ‘ბაიერნის“ რეკორდსმენი ჩემპიონთა ლიგაზე მატჩების რაოდენობით. მის ანგარიშზე 106 თამაშია.

ნიკო კოვაჩი „ცრვენასთან“ 3:0-ზე: „ბაიერნს შეეძლო რამდენიმე გოლით მეტი გაეტანა და ისე მოეგო“.

ლევანდოვსკი ერთადერთია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის სასტარტო მატჩში ბოლო 4 სეზონია გოლი გააქვს.

 

„ატალანტამ“ 2015 წლიდან მოყოლებულ იტალიური გუნდებისთვის ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო.

გასპერინი 0:4-ზე ზაგრების „დინამოსგან“: „ასეთმა მატჩებმა ბევრი უნდა გვასწავლოს“.

ზაგრების „დინამოს“ ნახევარმცველი ორშიჩი მეორე მოთამაშეა, რომელმაც ლიგაზე სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიკი გააკეთა.

 

„ლოკომოტივმა“ ჩემპიონთა ლიგის საგარეო მატჩი პირველად მოიგო 17 წლის განმავლობაში.

 

პეპ გვარდიოლა: „ჩვენ წავაგეთ ერთხელ რვა თვეში. ეჭვი არ მეპარება საკუთარ ფეხბურთელებში“.

„შახტარმა“ „სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 5 მატჩში 15 გოლი გაუშვა.

„შახტარმა“ „სიტის“ ბოსებს სუვენურული პასპორტები გადასცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები