სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ შეწყალებებს მისი საპარლამენტო მდივანი ეხმაურება. დიმიტრი გაბუნიას თქმით, ყველა ბრალდება, რაც მის მიმართ ბოლო დღეებში იყო , უსაფუძვლოა. ეს განცხადება მან “ქრონიკასთან” საუბარში გააკეთა.
ბრიფინგს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გამართავს
პრეზიდენტის სასახლეში ბრიფინგი დაინიშნა - იქნება თუ არა მთავარი თემა "სკანდალური შეწყალებები"
შეგახსენებთ, დიმიტრი გაბუნიას, ბრალდებას მოკლული სოსო ქოიავას ოჯახის წევრები უყენებენ. მათი ინფორმაცით, ზურაბ ნადირაძის შეწყალებაზე სწორედ გაბუნიამ იმუშავა. მათი ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ დანიაში მიმალვაში მყოფ ნადირაძესთან, სწორედ გაბუნია ჩადიოდა ხოლმე.
იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ზურაბიშვილი მათ აზრსაც კი არ ეკითხება
პრეზიდენტმა ისეთი პირი შეიწყალა, რომელიც 2009 წლიდან დღემდე ძებნილია - თეა წულუკიანი
ამ თემაზე “ევროპულმა საქართველომ” პროკურატურისგან პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებებში გაბუნიას როლის გარკვევა მოინდომა.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულზე 34 პატიმარი შეიწყალა. აქედან სამი მათგანი მკვლელობაში მსჯავრდებული იყო, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.