LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდ სტიუარტის სახლი ტბასთან 7 მილიონად იყიდება (ფოტო)

321

როდ სტიუარტის სახლი, რომელიც ინგლისში ესეკსის საგრაფოში მდებარეობს, 7.5 მილიონ ფუნტ სტერლინგად იყიდება. 71 წლის მუსიკოსმა ეს ულამაზესი სახლი ტბასთან  აუზით, საჩოგბურთო მოდენებით, საჯინიბოთი, დიდი ბაღითა და ორი საძინებლით, თავის დროზე 1,2 მილიონად იყიდა. ინტერნეტში მოხვდა ტყის მახლობლად მდებარე ამ ულამაზესი სახლის რამდენიმე ფოტო.

ამჯერად სერ როდ სტიუარტი და მისი მეუღლე, პენი ლანკასტერი ესეკსის საგრაფოში მდებარე სხვა სახლს არემონტებენ. როგორც წყვილი ამბობს, მათ იმ ადგილას სურთ ცხოვრება, სადაც ბავშვობის წლები გაატარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები