Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„ადამიანს სხვისი თანაგრძნობა უფრო მოსწონს, ვიდრე მისი წარმატებით გახარება” – ოსკარ უაილდის ცნობილი გამონათქვამები – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანს სხვისი თანაგრძნობა უფრო მოსწონს, ვიდრე მისი წარმატებით გახარება” – ოსკარ უაილდის ცნობილი გამონათქვამები

1624
ოსკარ უაილდი

მართალია, ოსკარ უაილდმა მხოლოდ ერთი რომანი „დორიან გრეის პორტრეტი“ შექმნა, მაგრამ სწორედ მან აქცია ვიქტორიანული ეპოქის კლასიკოსად. სხვათაშორის, BBC-ს მიერ რამდენიმე წლის წინ ჩატარებულ კვლევაში, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებმა სწორედ უაილდი დაასახელეს ყველაზე გონებამახვილ ბრიტანელად.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

პესიმისტია ის, ვინც ხმაურს უჩივის, როცა კარზე წარმატება უკაკუნებს.

თუ სიკეთე სუსტია, ის აუცილებლად ბოროტება გახდება.

ცუდია, როცა შენზე ჭორაობენ, მაგრამ ბევრად უარესია, როცა არაფერია შენზე სათქმელი.

უყურო რაიმეს, ჯერ კიდევ არ ნიშნავს შეძლო მისი დანახვა.

ადამიანს სხვისი თანაგრძნობა უფრო მოსწონს, ვიდრე მისი წარმატებით გახარება.

მტერს ისეთივე ყურადღებით უნდა შერჩევა, როგორც მეგობარს.

ყოველთვის მეგობრულად ვარ განწყობილი მათ მიმართ, ვინც ჩემთვის სულერთია.

არასდროს შეიყვარო ის, ვინც შენში მხოლოდ ჩვეულებრივ ადამიანს ხედავს.

ადამიანი მაშინ ფასობს, როცა მისი სიტყვები მოქმედებას ემთხვევა.

ადამიანი ყოველთვის იმას ანგრევს, რაც ყველაზე მეტად უყვარს.

თუ გსურს შვილის კარგად აღზრდა, მიეცი მას ბედნიერების უფლება.

ბევრის გადაგდება გვინდა, თუმცა გვეშინია, რომ სხვები აიღებენ.

მარტივია დაარწმუნო სხვები, ბევრად რთულია საკუთარი თავის დარწმუნება.

საზოგადოება ყოველთვის იმით ინტერესდება, რაც საერთოდ არ იმსახურებს ყურადღებას.

სამსახური – უკანასკნელი თავშესაფარია მათთვის, ვისაც მუშაობის მეტი არაფერი ეხერხება.

მტრის პატიება – მისი გაღიზიანების საუკეთესო საშუალებაა.

თუ რაიმეს გაკეთება ღირს, მხოლოდ იმის, რაც სხვებს შეუძლებლად ეჩვენება.

ადამიანი ყველაზე ნაკლებად მაშინ ჰგავს საკუთარ თავს, როცა საკუთარი სახელით ლაპარაკობს, მიეცით მას ნიღაბი და ის მთელ სიმართლეს იტყვის.

ეგოიზმი არა საკუთარ ნებაზე ცხოვრება, არამედ სხვათა იძულებაა აცხოვროს საკუთარი პრინციპებით.

არსებობს უფსკრულები, რომელშიც არასდროს გბეზრდება ყურება, ერთ-ერთი მათ შორის ქალის დეკოლტეა.

მოხუცებს ყველაფრის სჯერათ, ასაკოვნებს ყველაფერში ეჭვი ეპარებათ, ახალგაზრდებმა კი, ყველაფერი იციან.

არაორდინალური მოქმედებით ყოველთვის მტრებს იძენ, პოპულარობის მოსაპოვებლად კი, ბანალურობაც საკმარისია.

ჭეშმარიტი სრულყოფილება არა იმაშია, რასაც ფლობ, არამედ იმაში, რასაც წარმოადგენ სინამდვილეში.

თუ ქალი არცერთ მამაკაცს არ სჭირდება, ის ზედმეტად გამომწვევად, აუცილებლად უგემოვნოდ იცვამს, თუ ქალს მოდური, ძვირფასი სამოსი ამშვებეს, მის ფულს აუცილებლად სხვისი მამაკაცი იხდის.

კეთილი ადამიანი ყოველთვის ვერ იქნება ბედნიერი, მაგრამ ბედნიერი ადამიანი ყოველთვის კეთილია.

ის, ვინც სულ სხვისი ცხოვრებით ინტერესდება, ვერასდროს მოიცლის საკუთარი ცხოვრების მოსაწესრიგებლად.

საერთოდ არ მაინტერესებს, რას ლაპარაკობენ ჩემს ზურგს უკან, რადგან ისედაც მშვენიერი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე.