18 სექტემბრიდან, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, თბილისის მერიასა და საავადმყოფოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრა დაიწყება.
ის დაავადება, რომელიც ამ ფიჭვებს აქვთ, გადამდებია.
ფიჭვების 90% უმძიმეს მდგომარეობაშია - რა გეგმა აქვს მერიას ხეების გადარჩენისთვის? [ფოტოები]
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ცნობით, თითოეული მოჭრილი ხე მყისიერად ჩანაცვლდება ახალი ნარგავით. დედაქალაქის მასშტაბით, სულ 20 ათასზე მეტი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარის მოჭრა იგეგმება. აღნიშნული ხეები მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.
სანიტარიული ჭრის გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე გავრცელებულია მავნებელი მწერი.
თბილისის ტერიტორიაზე გავრცელებულ ხე-მცენარეებზე ამ ტიპის კვლევა პირველად ჩატარდა. დასკვნის მიხედვით, დედაქალაქსა და მის შემოგარენში აუცილებელია მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარება. ამის პარალელურად კი, განხორციელდება სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებები.
ნახეთ ასევე: ეკოლოგიური კატასტროფა დედაქალაქში – “მალე თბილისში ერთი ხე აღარ დარჩება”