LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ ჰიდლსტონი სიდნეიში გადაღებებზე ტეილორ სვიფტთან ერთად ჩავიდა (ფოტო/ვიდეო)

633

ტომ ჰიდლსტონი და ტეილორ სვიფტი უკვე ერთ დღესაც ვერ ძლებენ ერთმანეთის გარეშე. პაპარაცები კი, თავის მხრივ არ უშვებენ შანს ხელიდან, პოპულარული წყვილი სხვადასხვა სიტუაციებში გადაიღონ. ამჯერად ცნობილი მსახიობი და მომღერალი ავსტრალიაში დააფიქსირეს. სვიფტი სიდნეიში ტომ ჰიდლსტონს გაჰყვა, სადაც მსახიობი ახალი ფილმის, Thor: Ragnarok-ის გადაღებებისთვის ჩავიდა.

ტომ ჰიდლსტონი არასოდეს ღალატობს აკადემიურ ბრიტანულ სტილს. სწორედ ასეთ ფორმაში იყო წარმოდგენილი მსახიობი აეროპორტშიც. რაც შეეხება ტეილორ სვიფტს, გრემის ტრიუმფატორი მომღერალი ბევრად თავისუფალ ფორმაში გამოჩნდა აეროპორტში. მას მოკლე კუბოკრული კაბა თბილ სვიტერთან ჰქონდა კომბინირებული. ბოლოს სვიფტი ავსტრალიაში  მსოფლიო ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები