თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 50 წლის მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.