ინტეგრაციის მხრივა პროგრესი, ალბათ, არ იქნება, მაგრამ, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებით დაბრუნდეს საქართველოს ვარშავის სამიტიდან, ამის შესახებ პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, თუ არსებითი პაკეტის გაფართოვება მოიცავს ისეთ პროექტებს, როგორებიცაა ნატოს საწვრთნელი ცენტრის შექმნა, ეს ნიშნავს მეტ ნატოს საქართველოში.
“თუმცა, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც მიიღონ, კერძოდ, ნატომ გადაწყვიტოს შავ ზღვაში პატრულირების დაწყება, რაც მიმართულია იქით, რომ მოხდეს რუსული აგრესიის შეკავება. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთი უკან იხევს, როცა დაინახავს ძალას. მან სისუსტე დაინახა 2008 წელს და წამოვიდა შეტევაზე. ჩვენი გაძლიერებით ის უკან დაიხევს” – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
ნატოს ვარშვის სამიტი 8-9 ივლისს პოლონეთის დედაქალაქში გაიმართება. საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.