ამერიკაში 11 სექტემბერს, 09:11 წუთზე დაიბადა ბავშვი, რომელიც 9,11 ფუნტს იწონის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პატარას მშობლებმა კრისტინა ბრაუნი დაარქვეს. ის ტენესის შტატში დაიბადა.
„35 წელზე მეტია, რაც ქალთა განყოფილებაში ვმუშაობ და მსგავსი შემთხვევა არ მახსოვს,“ – აცხადებს ერთ-ერთი ექიმი.[related_news id=”243783″ align=”right”]
ახალშობილის დედის განცხადებით, 2001 წლის 11 სექტემბრის საშინელი დანაკარგის შემდეგ, მისი შვილი ახალი სიცოცხლე და იმედის სიმბოლოა.