ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ ბავშვის საფენის შერჩევა ძალიან უჭირს. ისინი ამტკიცებენ, რომ ზომას სწორად არჩევენ, თუმცა შვილების სამოსი მაინც სველდება.
ბევრი დედისა და მამის მსგავსად, ნიცი პირსმა იფიქრა, რომ საფენების შეფუთვაზე დატანილი სიმბოლო + ზომას აღნიშნავს, მაგალითად 4+ ნიშნავს ზომას ოთხსა და ხუთს შორის. რეალურად კი პლუსი კი შეწოვის ინდიკატორია და 4+ ნიშნავს, რომ საფენები არის 4 ზომა, მხოლოდ – უკეთესი შეწოვით, ვიდრე ჩვეულებრივი.
„ვინ იცოდით ამის შესახებ? ყოველთვის მეგონა, რომ პლუსი ზომას ნიშნავდა,” – წერს ფეისბუქზე ნიცი.