LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია :”უვადო პატიმრობა არაადეკვატური სასჯელია “

81

ნიკა გვარამია მაგდა პაპიძის საქმეზე დღევანდელ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“ნამდვილად არ მიმიდევნებია თვალი მაგდა პაპიძის საქმისთვის. დეტალებსაც არ ვიცნობ. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა:

1. თორმეტივე მსაჯულის ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის მჯერა.
2. უვადო პატიმრობა არაადეკვატური სასჯელია და ვერანაირად ვერ დასაბუთდება რაციონალურად (“აბა შვილს რომ დედა მოკლავს” სენტიმენტალურ-ტრაგიკული დისკურსი სრულიად არარელევანტურია). გულგანგმირული ქალი/დედა მოსამართლის განაჩენის შთაბეჭდილებას ტოვებს მხოლოდ, და არა სამართლიანი სასჯელის. სასჯელი სამაგიეროს მიზღვა არაა მხოლოდ. შუა საუკუნეებში არ ვცხოვრობთ. მგონი.” – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები