LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი “ჰაიდელბერგცემენტის” საქმიანობას გაეცნო

71

საქართველოში ვიზიტად მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ შტაინმაიერი  “ჰაიდელბერგცემენტის” საქმიანობას გაეცნო. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, შტაინმაიერი  საქართველოში ყველაზე დიდი გერმანული ინვესტორი კომპანია ”ჰაიდელბერგცემენტის” გენერალურ დირექტორ, მიხაელ ჰამპელის შეხვდა. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ მხარეები ერთმანეთს კომპანიის  საქართველოში საქმიანობის შესახებ ესაუბრენენ.

როგორც ”ჰაიდელბერგცემენტში” აღნიშნეს, შტაინმაიერმა წარმატება უსურვა კომპანიას და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო კვლავაც განაგრძობს წარმატებით განვითარებას.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ შტაინმაიერი საქართველოს ორი დღით, 30 ივნისს,  ეწვია. მან  მონაწილეობა მიიღო ეუთოს ყოველწლიური საპარლამენტო ასამბლეის გახსნის ცერემონიალზე, რომელიც 1-5 ივლისს, თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრს დაგეგმილი ჰქონდა ეუთოს სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა. შტაინმაიერი ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, ეკონომიკის მინისტრსა და ასევე საქართველოში მოღვაწე გერმანული კომპანიების ხელმძღვანელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები