მომღერალმა თემო საჯაიამ, „ევექსის“ ინიციატივით, ლეიკემიით დაავადებულ პატარებს სიმღერა მიუძღვნა და კლიპი გადაიღო. მომღერალმა პატარების სოლიდარობის ნიშნად თავი გადაიპარსა და ვიდეორგოლში სწორედ ასე გამოჩნდა.
კლიპის პრემიერა ახლახან შედგა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. მას უამრავი ადამიანი აზიარებს სოცქსელში.
სიმღერა ქეთი გაბისიანს ეკუთვნის, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს.