LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნარების ჩაბარება ეროვნულ გამოცდებზე სავალდებულო აღარ არის – რა ცვლილებებია ახალ მოდელში

289
BeFunky-collage (2)

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.

რეფორმის ფარგლებში, უმაღლესმა სასწავლებლებმა ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი დამატებითი საგნების ჩამონათვალი განსაზღვრეს.

გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში:

  1. ქართული ენა და ლიტერატურა;
  2. უცხოური ენა;
  3. მათემატიკა/ისტორია.

ამ საგნებს შორის ზოგადი უნარები არ არის. სავალდებულო საგნებში უნარები მათემატიკამ და ისტორიამ ჩაანაცვლა.

მესამე გამოცდა დამოკიდებულია პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგთაშორისი მიმართულებების არჩევისას ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

უმაღლესმა სასწავლებლებმა (რომლებსაც ამის სურვილი ჰქონდათ) უკვე განსაზღვრეს საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით სავარაუდო დამატებითი საგამოცდო საგნები შემდეგი ჩამონათვალიდან: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

 

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება:

  1. ქართული ენა და ლიტერატურა;
  2. უცხოური ენა;
  3. ბიოლოგია;
  4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30 პროცენტისა.

 

რაც შეეხება სახელოვნებოშემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს, მათზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა სავალდებულოა, შემოქმედებით ტურთან ერთად ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არსებული ფორმატით გაგრძელდება.

რაც შეეხება გრანტს, ის სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, დეკემბრის ბოლომდე შეიტანონ ცვლილება აღნიშნულ ჩამონათვალში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები