LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსლიმი თემი ბათუმის მერიას რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

199
70356545-2563579753704903-1552784634901692416-n

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის საკითხზე შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. როგორც ცნობილია, საბოლოო გადაწყვეტილება 26 სექტემბერს გამოცხადდება. მხარეებმა სხდომაზე საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს, თუმცა შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა.

მუსლიმ თემსა და ბათუმის მერიას შორის სასამართლო დავა უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. ადგილობრივი მერია მიიჩნევს, რომ მუსლიმთა სამმართველომ თავად უნდა წარმართოს მშენებლობის პროცესი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მუსლიმი თემი მერიას დისკრიმინაიაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია პროცესი მათი ნდობით აღჭურვილმა პირებმა მიიყვანონ ბოლომდე.

მუსლიმი თემის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (იემსი) იცავს. ორგანიზაციის წარმომადგენლები დისკრიმინაციულ მიდგომაზე ამახვილებენ ყურადღებას და ფიქრობენ, რომ ადგილი აქვს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტს.

იემსის იურისტის, თამთა მიქელაძის აზრით, სახელმწიფო პოლიტიკა დომინანტი ეკლესიისადმი ლოიალობას იჩენს, რაც რელიგიური უმცირესობების მიმართ უთანასწორო და გამრიყავ დამოკიდებულებას იწვევს.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას მუსლიმი თემი წლებია ითხოვს. მათ საკუთარი სახსრებით შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დაწყება სურდათ, თუმცა 2017 წლის 5 მაისს ბათუმის მერიამ უარი განუცხადა. ეს გადაწყვეტილება მუსლიმმა თემმა სასამართლოში გაასაჩივრა და მეჩეთთან დაკავშირებული დავა დღემდე გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები