LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტისა და ტომ ჰიდლსტონის თავბრუდამხვევი რომანი გრძელდება (ფოტო)

119

დამოუკიდებლობის დღე ტომ ჰიდლსტონმა და ტეილორ სვიფტმა განსაკუთრებულად აღნიშნეს. უახლოესი მეგობარი ვარსკვლავების გარემოცვაში წყვილმა დღესასწაული როდ-აილენდის სანაპიროზე აღნიშნა. მოგვიანებით კი ჯიჯი ჰადიდი, ტეილორ სვიფტი და კარა დელევინი სპეციალურად გამოეწყვნენ ამერიკის დროშისფერ საცურაო კოსტიუმებში და დროშებით ხელში მიულოცეს ერთმანეთს დამოუკიდებლობის დღე.

მოგვიანებთ ინტერნეტში ტეილორ სვიფტისა და ტომ ჰიდსლტონის ფოტოც გამოჩნდა. მას შემდეგ რაც მსოფლიო მედია წყვილის რომანზე ალაპარაკდა, ეს პირველი ოფიციალური ფოტოა. მოგვიანებით ინტერნეტში გამოჩნდა სვიფტის როდ-აილენდის სახლის აივანზე გადაღებული რომანტიკული ფოტოები. კადრში ჩანან ჰიდლსტონი და სვიფტი, ასევე სვიფტის უახლოესი მეგობარი საყვარელ მამაკაცთან ერთად და რაიან რეინოლდსი ორსულ ბლეიკ ლაივლისთან ერთად.