LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში გოგონამ თავი დაიწვა: ის ფეხბურთზე წასვლის გამო გაასამართლეს

161
2674182-55305950-2560-1440

ირანელმა გულშემატკივარმა გოგონამ სასამართლოს შენობის წინ თავი დაიწვა და დაიღუპა.

როგორც Independent წერს, 30 წლის სახარ ხოდაიარი პროტესტს გამოთქვამდა ციხეში შესაძლო ჩასმის გამო. გოგონა დაადანაშაულეს, რომ თეირანში საფეხბურთო მატჩზე უკანონოდ წავიდა. როდესაც ამის შესახებ შეიტყო, სასამართლოს წინ ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა.

გოგონას სხეულის 90% დამწვარი ქონდა, როდესაც საავადმყოფოში მიიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ირანში ქალებს აკრძალული აქვთ ფეხბურთზე სიარული, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფიფას კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ხოდაიარი სტადიონზე მამაკაცის იერით მოხვდა. თამაში სტადიონ „აზადიზე“ გაიმართა, რომელიც თარგმანში „თავისუფლებას“ ნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები