ახალგორელი აქტივისტი თამარა მეარაყიშვილი, რომელსაც დე ფაქტო პროკურატურა „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღებას, ყალბი დოკუმენტის გამოყენებასა და დე ფაქტო პრეზიდენტის პარტიის, ეძინაია ოსეტიას მიმართ ცილისწამებას ედავება, შიმშილობას იწყებს. მეარაყიშვილი ამბობს, რომ პრობლემებთან საბრძოლველად მარტო დარჩა. პროტესტის უკიდურესი ფორმა კი იმისთვის აირჩია, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები შეხვდნენ.
“ხელისუფლების მხრიდან, მესამე წელია სრულიად მიტოვებული ვარ. ცოცხალი თითქოს არავის ვაინტერესებ. ჩემი პროტესტი, მხოლოდ ცხინვალს არ ეხება, ეხება თბილისსაც”, — წერს აქტივისტი ფეისბუქგვერდზე.
2019 წლის 10 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ახალგორელმა მოსამართლემ, ფატიმა პარასტაევამ სამოქალაქო აქტივისტს ყველა ბრალდება და შეზღუდვა თავისუფლად გადაადგილებაზე მოუხსნა.
ე.წ. სასამართლომ ჟურნალისტს გადაადგილებასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოუხსნა.
აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ახალგორის ე.წ. სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
თუმცა, დე ფაქტო პროკურატურამ გადაწყვეტილება უზენაესში გაასაჩივრა.მეარაყიშვილი სასამართლოს წინაშე ადვოკატის გარეშე წარდგება და დუმილის უფლებას გამოიყენებს.
ამასთან, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აქტივისტი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს
სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი შიმშილობას იწყებს
სამოქალაქო აქტივისტს ორი წელია ჩამორთმეული აქვს დოკუმენტები, რომელთა გარეშე გადაადგილება შეუძლია მხოლოდ ოკუპირებულ რეგიონში. მას შეზღუდული აქვს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილება, ან სხვა ქვეყანაში ჩასვლა.