ჯგუფმა Spice Girls სრული შემადგენლობით ხელახლა შეკრება ვერ შეძლო, ვიქტორია ბექჰემის გარდა სცენაზე დაბრუნებაზე უარი მელანი ჩისჰოლმმა, იმავე – მელ სიმ თქვა.
მედიის ინფორმაციით, მომღერალმა მეგობრებს განუცხადა, რომ ჯგუფის წევრების შეკრება არც ჯგუფის 20 წლისთავზე და არც მომავალ წელს არ მოხერხდება.
„მელ სი არ არის დაინტერესებული ჯგუფში დაბრუნებით, ისევე, როგორც ვიქტორია. მათი გადაწყვეტილება კი დანარჩენ სამ წევრს არ აძლევს საშუალებას, გეგმა ვიქტორიასა და მელ სის გარეშე შეასრულონ,“- აცხადებს მედიასთან ჯგუფის წევრებთან დაახლოებული წყარო.
ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ჯგუფში ვიქტორია ბექჰემის ადგილი ვაკანტური იყო. ახლა კი გოგონებს მოუხდებათ, ორი ვოკალისტი მოძებნონ, რომელიც ენერგეტიკითა და ხმით ვიქტორიას და მელ სის შეცვლიან.
შედგება თუ არა Spice Girls-ის საიუბილეო ტურნე, ცნობილი არ არის.