LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდიდან შემოწმდება გაზზე მომუშავე ავტომობილები?

95

გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება, კანონმდებლობით, დღესაც სავალდებულოა, თუმცა ეს ბევრმა არ იცის, ვინაიდან ამ რეგულაციას მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს, ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ”ეკოტრანსპორტცენტრის” ხელმძღვანელმა, ვასილ ურუშაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, თუ ამ მიმართულებით სახელმწიფოს იდგომა არ გამკაცრდება, რეგულაცია მომავალშიც ფორმალობად დარჩება.

”ის კომპანიები, რომლებიც გაზის აპარატურას ამონტაჟებენ, დღევანდელი კანონმდებლობითაც ვალდებული არიან, ავტომოილები პერიოდულად შეამოწმონ, თუმცა ეს არ ხორციელდება და რეგულაციას ფორმალური ხასიათი აქვს. გარდა ამისა, საზოგადოება საკმარისად არ არის ინფორმირებული, რა საფრთხეს შეიცავს ბუნებრივ აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალება, რომ მძღოლმა მიმართოს კომპანიას და შეამოწმოს მისი ავტომობილის მდგომარეობა. აუცილებელია ამ მიმართულებით საინფორმაციო კამპანიის დაწყება” – განაცხადა ვასილ ურუშაძემ.

ეკოტრანსპორტცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაზზე მომუშავე ავტომობილები განსაკუთრებულ საფრთხეს შეიცავს, ვინაიდან ბუნებრივი არი ფეთქებადსაშიშია და მას სჭირდება მუდმივი კონტროლი.

”ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ავტომობილების ტექდათვალიერება და ამ ფონზე, ხელისუფლება საუბრობს გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმებაზე. ხელისუფლების მიდგომა არასწორია, იმიტომ რომ ცალკეულ დონეზე განიხილავს ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირებას” – განაცხადა ვასილ ურუშაძემ.

მთავრობის დადგენილებით, 24 და მეტი წლის სატრანსპორტო საშუალებების პირველადი ინსპექტირების ვადა 2017 წლის 1 იანვარია. 20-23 წლის ავტომობილებისათვის ვადა 2017 წლის 1 ივნისამდე განისაზღვრა. 17-19 წლის ავტომობილებისთვის – 2018 წლის 1 იანვარი. რაც ეხება 14-16 წლის  გაზზე მომუშვე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პირველადი ინსპექტირების საბოლოო ვადას, ეს თარიღი 2018 წლის 1 ივნისია. 11-13 წლის ავტომობილების – 2019 წლის 1 იანვარი, ხოლო 1-10 წლის ავტომობილებისთვის – 2019 წლის 1 ივნისი.