LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარდიოლას იდეალი ქინქლაძე ყოფილა: რა თქვა პეპმა პრეზენტაციაზე

42

პეპ გვარდიოლა ”მანჩესტერ სიტის” მწვრთნელობას შეუდგა. 45 წლის კატალონიელი, რომელმაც ”ბარსელონასა” და ”ბაიერნში” 22 ტროფეი მოიგო, გულშემატკივრებს Cityzens Weekend-ის დღესასწაულზე შეხვდა.

დღეს გვარდიოლა ”ქალაქელებთან” პირველ ვარჯიშს ატარებს, ხოლო 20 ივლისს თავის ყოფილ გუნდს ბაიერნს” შეხვდება ”ალიანს არენაზე”. ამის შემდეგ დაიწყება წინასასეზონო ტური.

ფანებთან შეხვედრისას გვარდიოლამ ისეთი რამ თქვა, ნებისმიერ ქართველ გულშემატკივარს რომ სიამაყით აღავსებს. პეპმა ”სიტის” ლეგენდა გიორგი ქინქლაძე გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი მისი იდეალი იყო. ხოლო ”ბარსელონაში” ბრაზილიელი რივალდო ყოველთვის ელაპარაკებოდა ქინქლაძეზე (“I liked Maine Road. It was my dream to play there for Man City. Kinkladze was always my idol. In Barca, Rivaldo always talked about Kinkladze everyday” – Pep Guardiola).

შეგახსენებთ, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ტალანტი გიორგი ქინქლაძე სამი წელი (1995-98 წწ) თამაშობდა ”სიტის” შემადგენლობაში და ამ გუნდის ისტორიასა და ფანების გულში სამუდამო ადგილი დაიკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები