LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ყავის ქარხანამ საერთაშორისო კონკურსი მოიგო – ის საუკეთესო ნაგებობა გახდა

1965
5c9b49c7b617f

თბილისის ყავის ქარხანა პრესტიჟული, საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულია. „ინოვაციური და ევროპული სტანდარტის ნაგებობა“ – ეს ის ნომინაციაა, რომელშიც ქართულმა პროექტმა გაიმარჯვა.

პროექტის ავტორი ქართველი არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა. თბილისის ყავის ქარხნის მშენებლობა კი ყავის კომპანია „მეამა“-ს დაკვეთით, სამშენებლო კომპანია Unix Development-მა განახორციელა.

თბილისის ყავის ქარხანა 15 საუკეთესო ევროპულ ნაგებობას შორის მოხვდა (ფოტოები)

ქართული პროექტისთვის ხმის მიცემის შანსი 15 აგვისტომდე გაქვთ

აღსანიშნავია, რომ ეს მთელი ქვეყნის წარმატებაა, რადგან ასეთი შედეგის წყალობით მსოფლიო გაიცნობს ,,ყავის ქარხანას”, ხოლო საქართველოში არსებული შენობა- ნაგებობები ისარგებლებს მეტი ნდობითა და რეპუტაციით.

შეგახსენებთ, თბილისში ყავის ქარხნის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, მისი ოფიციალური გახსნა კი მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. როგორც ცნობილია, ქარხანაში წარმოებული ყავა „მეამას“ ბრენდით გაიყიდება.

ქართული ყავის ქარხანა ინოვაციური ევროპული ნაგებობის სამეულში მოხვდა

ქართული წარმოების ნაგებობა საერთაშორისო ასპარეზზეა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები