ყოფილი ფინანსთა მინისტრი და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის პრობლემები სახელდება.
ხადური ამ დრომდე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. მანამდე კი, 2012-2016 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.