LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გურიის მოამბის რედაქტორთან დაკავშირებული საქმის დროულად გამოძიებას ითხოვს

181
BeFunky-collage (2)

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დროულად გამოიძიოს გურიის მოამბის რედაქტორის, თეა იოსელიანისთვის მუქარის შემცველი წერილების გაგზავნა.

“ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის და უსაფრთხოების დაცვა ქვეყანაში ძლიერი, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიასაშუალებების არსებობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რაც ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ თითოეული ასეთი შემთხვევა სამართალდამცავების სათანადო ყურადღების მიღმა დარჩება” – ნათქვამია განცხადებაში

ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის, შედეგების შესახებ და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში დადგეს შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.

გურიის მოამბის რედაქტორმა, თეა იოსელიანმა განაცხადა, რომ მას სოციალური ქსელში უცნობი პირი შვილების მოკვლით დაემუქრა.

,,გურიის მოამბის" რედაქტორი ამბობს, რომ შვილების მოკვლით ემუქრებიან

როგორც თეა იოსელიანმა „ფორტუნას“ განუცხადა, მსგავსი შინაარსის შეტყობინება ფეისბუქის პირად შეტყობინებაში მიიღო და პოლიციაში განაცხადა

როგორც თეა იოსელიანმა ,,ფორტუნას” განუცხადა, წერილი 28 აგვისტოს არის გამოგზავნილი, თუმცა რადგან გამომგზავნი მეგობრებში დამატებული არ ჰყავდა შეტყობინება გუშინ, გახსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,  რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.