ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდების განრიგი შემდეგია:
1-2 ივლისი, პირველი და მეორე სესია – ქართული ენა და ლიტერატურა.
4-5 ივლისი, პირველი და მეორე სესია – ზოგადი უნარები.
6-7 ივლისი, პირველი და მეორე სესია – ინგლისური ენა.
6 ივლისი პირველი სესია – რუსული ენა. 6 ივლისი, მეორე სესია – ფრანგული ენა.
7 ივლისი, მეორე სესია – რუსული ენა. 7 ივლისი, პირველი სესია – გერმანული ენა.
12 ივლისი, მეორე სესია – სამოქალაქო განათლება.
14 ივლისი, პირველი სესია – მათემატიკა.
15 ივლისი, პირველი და მეორე სესია – გეოგრაფია.
18 ივლისი, პირველი და მეორე სესია – ისტორია.
19 ივლისი, პირველი სესია – ლიტერატურა.
20 ივლისი, პირველი სესია – ბიოლოგია.
21 ივლისი, პირველი სესია – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
21 ივლისი, პირველი სესია – ქიმია.
22 ივლისი, პირველი სესია – ფიზიკა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 41 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.