LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი: უნდა ამაღლდეს მოსამართლეების კვალიფიკაცია ბიზნეს დავების გადაწყვეტის ნაწილში

79

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რათა სასამართლოს ქონდეს ის ტექნიკური ბაზა, რაც სჭირდება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასამართლო სისტემის ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები განიხილეს.

ქუმსიშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში გადაწყდება სასამართლო დარბაზების საკითხი. ”ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მრავალწლიან შესყიდვაზე წავიდეთ და სასამართლო დარბაზები ქონდეთ სასამართლოებს. ამავე დროს მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამაღლდეს მოსამართლეების კვალიფიკაცია, განსაკუთრებით ბიზნეს დავების გადაწყვეტის ნაწილში”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ სასამართლო ხელისუფლების სიძლიერე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

”სასამართლო ხელისუფლებამ ნამდვილად დააყენა საკითხი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ბიზნესის მხრიდან კი იყო გამოთქმული მოსაზრება მოსამართლეების უფრო მაღალ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან კი არის მონდომება, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად გატარდეს საკანონმდებლო ცვლილებები, ახალი რეფორმები და ყველანი შევთანხმდით, რომ შეხვედრის ეს პლატფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაძლებელია შეიქმნას თემატური ჯგუფები, რომლებიც მოგვცემენ შესაძლებლობას, რომ გვქონდეს სწორი კომუნიკაცია ბიზნესთან, მოსახლეობასთან და სასამართლოს ქონდეს ნდობა. მისი გადაწყვეტილებები კი იყოს სწორი”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს ეკონომიკის მინისტრი ბიზნეს ასოციაციის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ტექნოპარკში შეხვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები